პრესრელიზი
13,იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
"ელიტ ელექტრონიქსი" დეკემბრის რეალიზაციის შედეგებს აქვეყნებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 იანვარი, 2011 წელი - "ელიტ ელექტრონიქსმა" დეკემბრის დასაწყისიდან "10 000 საახალწლო შეთავაზების" მასშტაბური აქცია დაიწყო, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია ფასდაკლებით წარმოადგინა. ფასდაკლებასთან ერთად ქსელში სპეც ფასებისა და საჩუქრების კამპანიაც დაიწყო. გარდა ამისა, წინასაახალწლოდ მომხმარებლის სიმრავლიდან გამომდინარე ქსელის ყველა მაღაზია სპეციალურ რეჟიმში საღამოს 10 საათამდე მუშაობდა. შესაბამისად, მენეჯმენტის თქმით, შედეგმაც არ დააყოვნა:
- "დეკემბერში არანაკლებ 13 მლიონ ლარამდე რეალიზაცია იყო დაგეგმლი, თუმცა დეკემბრის მთლიანმა რეალიზაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით კომპანიამ გაყიდვები 6 მილიონ ლარზე მეტით გაზარდა. ეკონომიკურ სიტუაციას და კომპანიის გაყიდვებს თუ შევაფარდებთ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2010 წელი ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე ეფექტური იყო - აცხადებს "ელიტ ელექტრონიქსის' გაყიდვების მენეჯერი ია ნადირაშვილი.
რაც შეეხება წლიურ ბრუნვას, მისივე თქმით, 2009 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 43 500 000 ლარი იყო, 2010-ში დაგეგმილი 65 მილიონის ნაცვლად კომპანიამ 70 მლნ ლარზე მეტი ივაჭრა. 2011 წელს კი მენეჯმენტი 100 მლნ ლარის რეალიზაციას ელის.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და სადღეოსოდ 27 მაღაზიას მოიცავს. კომპანიას გამოარჩევს, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის, საქონლის განვადებით შეძენის სერვისი, მომსახურების მაღალი დონე, სისტემატურად ფასდაკლებებისა და სპეციალური საჩუქრების დაწესების ტრადიცია.